| სახლში დაბრუნებულმა სიძემ თავის კომპიუტერთან მჯდომი სიდედრი დაინახა და წამოიძახა: – ასეთი ვირუსი ჯერ ჩემს კომპიუტერს არ ჰქონია. დამატებულია (2010-01-10, 6:44 Pm) --------------------------------------------- პატრული სიჩქარის გადაჭარბებისთვის მანქანას აჩერებს და მძღოლს ეკითხება: – რატომ დაარღვიეთ მოძრაობის წესები?! – მეგობრებთან ერთად გავერთე, დრო გავატარეთ, ახალი წელი აღვნიშნეთ, ჰოდა ახლა სახლში მიმეჩქარება, მეუღლე ღელავს, ალბათ ჭკუიდან იშლება. – თქვენ რა, სრულ ჭკუაზე ხართ, რა ახალი წელი, მაისია! – ჰოდა, მეც ამიტომ ვჩქარობ დამატებულია (2010-01-10, 6:44 Pm) --------------------------------------------- ზამთარია. ყინავს. ქუჩაში კაცი დგას, იყინება, ხელები ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი. ამ დროს ბავშვი ჩაივლის და ეკითხება: – ბიძია, რომელი საათია? – ზაფხულში, ზაფხულში მკითხე. დამატებულია (2010-01-10, 6:44 Pm) --------------------------------------------- ცოლი ქმარს ეუბნება: – ხვალ ჩვენთან დედაჩემი ჩამოვა! ქმარი ხმას არ იღებს. – არცთუ დიდი ხნით, მხოლოდ ორი კვირით! პასუხად სრული სიჩუმე. – გაიგე, რაც გითხარი? კვლავ სრული სიჩუმე. – ჰოდა, ძალიან კარგი, ვიცოდი, რომ არ გაბრაზდებოდი! მძიმე ამოოხვრა. – ნუ მიყვირი დამატებულია (2010-01-10, 6:44 Pm) --------------------------------------------- ოსი თვითმფრინავიდან ტრაპზე ჩამოდის, შარვალი ხელით უჭირავს და ბურტყუნებს: – ველ გავიგე, სენი წილიმე, ხან ქამლები შეიკალითო, ხან გაიხსენითო... *** ორი ქირურგი ოპერაციის შემდეგ საუბრობს. ერთი მეორეს ეკითხება: – აბა, როგორ ჩაიარა ოპერაციამ? – ნარკოზით მოსაწყენია. დამატებულია (2010-01-10, 6:44 Pm) --------------------------------------------- სიცხეა, ჯალათს დამნაშავე სასჯელის აღსასრულებლად მიჰყავს. – გამიშვი რა, – ეხვეწება პატიმარი. – არა. – დავიღალე სიარულით. – შენ რა გიჭირს, მე უკან უნდა დავბრუნდე დამატებულია (2010-01-10, 6:45 Pm) --------------------------------------------- კრიტიკოსი მწერალს ეუბნება: – დღეს თქვენი წიგნი წავიკითხე... – ბოლო? – იმედი მაქვს, რომ ბოლო იყო. დამატებულია (2010-01-10, 6:45 Pm) --------------------------------------------- – ძვირფასო, ძალიან დავიღალე, უკვე ორი საათია მივდივართ! – მოითმინე, ძვირფასო, მალე ადგილამდე მივაღწევთ. – აღარ შემიძლია! ზურგჩანთამ მხრები გადამიხეხა, ფეხსაცმელები მიჭერს, მზე აცხუნებს! – რა შემიძლია შენთვის გავაკეთო, ძვირფასო? – იქნებ, ზურგჩანთიდან ამოსულიყავი? დამატებულია (2010-01-10, 6:45 Pm) --------------------------------------------- ახალი წლის დადგომამდე. ოპტიმისტი: ეს ახალი წელი ძველზე უკეთესი იქნება! პესიმისტი: ეს ახალი წელი ძველზე უარესი იქნება. რეალისტი: ეშმაკსაც წაუღია, ისევ კარგად გამოვძღები. დამატებულია (2010-01-10, 6:46 Pm) ---------------------------------------------
მაგრებია |